ზარის შეკვეთა




  +995 599 26 11 11
  Sales@vr.ge
უკან

კრწანისი რესორტ რეზიდენსი - ფაზა 4 (მიმდინარე)

აირჩიე ბინა
ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია

 

სიახლე, რომელიც თბილისს ჰაერივით სჭირდებოდა

 

„ვილა რეზიდენსი“ აგრძელებს თანამედროვე უბნის, “კრწანისი რესორტ
რეზიდენსის“ განვითარებას. ჩვენ ვაშენებთ პრემიუმ კლასის, თანამედროვე
გეგმარების მქონე საცხოვრებელ უბანს კრწანისის ქუჩაზე.
 
ახალი უბანი 12 ჰექტარს მოიცავს თბილისის ისტორიულ და პრესტიჟულ ნაწილში,
კრწანისის ქუჩაზე. “კრწანისი რესორტ რეზიდენსი” თავისუფლების მოედნიდან
მხოლოდ 6 კილომეტრში, ხოლო აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარეობს და
ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები ქალაქზე.
 
ახალი უბნის კონცეფციაზე და დაპროექტებაზე მთლიანად ჩვენმა
მაღალკვალიფიციურმა საპროექტო ჯგუფმა იმუშავა. ჩვენი ინოვაციური პროექტი
ახალი სიტყვაა თბილისში, რაც თანამედროვე ადამიანებს სთავაზობს
ურთიერთობების შესაძლებლობასა და კომფორტულ გარემოს უბნის ტეროტორიაზე.
 
უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის
დიზაინით ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად
მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ
ინფრასტრუქტურას.
 
უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომლის გარშემოც და მიმდებარედ
არის განთავსებული საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, მინი გოლფის მოედნები,
ჩოგბურთის მოედნები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. პროექტი ასევე
მოიცავს კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება
დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო
სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.
 
პროექტის გეგმარებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოთხ ძირითად
ასპექტს: კომფორტი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და ადაპტაცია.

 

უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება, რომლის გარშემოც და მიმდებარედ არის განთავსებული საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, მინი გოლფის მოედნები, ჩოგბურთის მოედნები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს კომერციული დანიშნულების შენობას, რომელშიც განთავსებული იქნება დიდი მოცულობის ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესცენტრი.

 

პროექტის გეგმარებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოთხ ძირითად ასპექტს: კომფორტი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და ადაპტაცია.


 

პროექტის მახასიათებლები:

 

 

ბინები ბარდება მწვანე კარკასული მდგომარეობით, ან ინდივიდუალური დასრულებული რემონტებით, სურვილისამებრ, სადაც დაგხვდებათ სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, გამწოვითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით, სრულად მოწყობილი აბაზანა, ცენტრალური გათბობის სისტემა გათბობის ქვაბითა და რადიატორებით.

 

პროექტი 6 ფაზისგან შედგება, საიდანაც პირველი სამი ფაზა დასრულებულია. ამ ეტაპზე შეთავაზებაშია მეოთხე ფაზის 3-4-5, 6-7-8-9  და 10-11-12-13  შენობის სადარბაზოები.

დასრულების ვადები: