ზარის შეკვეთა




  +995 599 26 11 11
  Sales@vr.ge
უკან

VR ვაკე თაუერი (დაგეგმილი)

Marriot Executive Apartments ვაკეში

 

VR Holding-ის ინიციატივით Marriott Executive Apartments საქართველოში შემოდის. მოლაპარაკების მიხედვით, მერიოტის ბრენდული აპარტამენტები VR Vake Skyview Tower-ში განთავსება.

 

გლობალური ბრენდი მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს და 5-ვარსკვლავიანი ტიპის აპარტამენტებს მართავს.

 

VR Vake Skyview Tower, რომელიც ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას განთავსდება, ქვეყანას დამატებით ღირებულებასა და ფასეულობას შესძენს.

 

VR Vake Skyview იქნება თბილისში ყველაზე მაღალი, 180 მეტრიანი შენობა. შენობის ირგვლივ გაფართოვდება გზები და მოეწყობა უნიკალური მცენარეებით სარეკრეაციო სივრცეები და სკვერები.

 

შენობას მოემსახურება მიწისქვეშა ვალეტ პარკინგი.

 

შენობაში განთავსდება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების შოპინგ მოლი. ცათამბჯენში მოეწყობა Marriott Executive Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი აპარტამენტები. 

 

შენობაში ასევე დაგხვდებათ ბიზნეს ცენტრი, დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, სხვადასხვა თანამედროვე გასართობი სივრცეები, ხოლო შენობის ბოლო სართულზე განთავსდება შვეულმფრენის დასაჯდომი და მოეწყობა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი infinity აუზი ქალაქის ხედებით.


პროექტის შესახებ

 

კომპანიის მიზანია VR VAKE SKYVIEW იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მოიზიდოს უცხოურ ინვესტიციები და შექმნას მნიშვნელოვან ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში.

 

 

კომპანიის შესახებ

 

VR HOLDING უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა სიახლეები სამშენებლო ინდუსტრიაში და დააწესა ახალი სტანდარტი დეველოპერულ სექტორში.

 

კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და პირველი პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ დღემდე დიდი ნდობით, პრემიუმ ხარისხითა და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

 

კომპანია მრავალი წელია აშენებს ბუნების კარნახით და ქმნის ეკოლოგიურად, ფუნქციონალურად და ესთეტიურად გამორჩეულ პროექტებს.