ზარის შეკვეთა




  +995 599 26 11 11
  Sales@vr.ge
უკან

ვილა რეზიდენს აპარტმენსი (დასრულებული)

აირჩიე ბინა
ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია

ვილა რეზიდენს აპარტმენსი

 

წარმოიდგინეთ სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო-აპარტოტელის ტიპის კომპლექსი, რომელიც თბილისის ყველაზე წყნარ და უსაფრთხო უბანში შენდება – ეს ვილა რეზიდენს აპარტმენსია.  პროექტი მომხმარებლის სურვილებისა და მოლოდინის გათვალისწინებითაა შექმნილი და საკუთარ თავში კომფორტისთვის აუცილებელ ყველა დეტალს აერთიანებს: დაწყებული უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით, დასრულებული სასტუმროს ტიპის მომსახურებით. კომპლექსის სიახლოვეს არსებული სკვერი და პროექტში გათვალისწინებული გამწვანება იდეალურ გარემოს შექმნის თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.

ვილა რეზიდენს აპარტმენსი – წარმოადგენს 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლშიც განლაგებულია 54 ბინა.

 

ბინები ყველა გემოვნებისთვის

 

მინიმალური ფართი 39 კვადრატული მეტრიდან იწყება. რაც შეეხება მაქსიმალურს, შეზღუდულები არ ხართ. ტიხრების გაერთიანებით თითქმის ყველა ზომის ბინა შეგიძლიათ მიიღოთ. ოთახების განლაგებასა და დიზაინს თავად წყვეტთ, თუმცა კონსულტაციას სიამოვნებით გაგიწევენ ჩვენი გამოცდილი დიზაინერები და არქიტექტორები.

ფართო და ნათელი აივნებიდან საოცარი ხედი იშლება კრწანისის მთებსა და თბილისზე.

ბინები ბარდება თავისუფალი სივრცით ტიხრების გარეშე

 

შიდა განვადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ 2020 წლის დეკემბერამდე


 

ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო

 

ჩვენი მაცხოვრებლების სიმშვიდე და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სამეთვალყურეო კამერებით, დისტანციური ბარიერითა და დაცვის 24-საათიანი მომსახურებით. კომპლექსის მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. საერთო მოხმარების ფართის სისუფთავესა და ნარგავების მოვლაზე ყოველდღიურად ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი.

 შენობის სიახლოვეს განლაგებული მშვიდი სკვერი იდეალურ გარემოს ქმნის განტვირთვისთვის.

 

პროექტში გათვალისწინებულია ყველა პირობა ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის:

 

1. საცურაო აუზი

2. სავარჯიშო დარბაზი


 

ადგილმდებარეობა

 

თანამედროვე ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ გამწვანებულ, ხმაურისგან მოშორებულ ადგილს საცხოვრებლად, თუმცა ცენტრთან სიახლოვე მაინც რჩება პრიორიტეტად. კრწანისი ვილა აპარტმენტსი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 5 წუთის სავალ გზაზეა განლაგებული, თუმცა ამავე დროს, სრულიად დაცულია გამონაბოლქვისა და საცობებისგან. საცხოვრებელი სახლი ადვილად მისადგომია კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კომპლექსის სიახლოვეს განლაგებულია ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი:  საჯარო სკოლა, ქსელური სუპერმარკეტები, კლინიკები, აფთიაქები, ბანკები, საელჩოები, სამინისტროები და სარეკრეაციო ადგილები.


 

თანამედროვე ტექნოლოგიები

 

კომფორტის შეგრძნება უმცირესი დეტალებით იწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენს კომპლექსში გათვალისწინებულია:  ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტი და სადარბაზოს ავტომატური განათება.
საცხოვრებელი სახლს დახვეწილობას მატებს ლითონისა და ნაწრთობი მინის ელემენტებით გაწყობილი აივნის მოაჯირები, მუქი ფერის ალუმინის კარ-ფანჯრები ფასადზე.
კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალებით, რითიც კომუნალური ხარჯების 25%-მდე დაგიზოგავთ.
თქვენი ავტომობილებისთვის გათვალისწინებულია მიწისქვეშა პარკირება.