ზარის შეკვეთა




სიახლეები

ქალაქს, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტის უნივერსიტეტს კომპანია „ვი არ ვაკე თაუერსი“ გადასცემს

ჩვენთვის აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ვინაიდან კომპანია ვილა რეზიდენსი დაარსების დღიდანვე პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. შესაბამისად ჩვენი მიზანია ტერიტორიის გაჯანსაღება, პრესტიჟული, თანამედროვე, პრემიუმ ხარისხის სპორტული უნივერსიტეტის მოწყობა დახურული და ღია მოედნებით.

უნივერსიტეტის შენობა უკვე წლებია ავარიულ მდომარეობაშია, ინფრასტრუქტურულად არ არის გამართული, შესაბამისად სტუდენტები ვერ იღებენ სათანადო განათლებას. ახალი შენობა კი ხელს შეუწყობს მრავალი წარმატებული ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის აღზრდასა და განვითარებას.

ამავდროულად, ჩვენი კომპანია ჯეროვნად შეასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენს ქალაქს მოთხოვნილ ვადებში გადავცემთ საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ ახალ სპორტის უნივერსიტეტსა და სამბოს დარბაზს.

ასევე კომპანია იმუშავებს იმისთვის, რომ თბილისს შეემატოს ტერიტორიისთვის თავსებადი მულტიფუნქციური კომპლექსი.

შევქმნით განსაკუთრებულ, გამორჩეულ და უნიკალურ პროექტს, რომლითაც თბილისის მაცხოვრებლები იამაყებენ.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/738030-aukcionze-qvelaze-zvirad-gaqiduli-koneba