წარმოგიდგენთ კრწანისი რესორტ რეზიდენსის მეოთხე ფაზის მშენებლობის პროცესს.
წარმატებით მიმდინარეობს მონოლითური კარკასის მოწყობა ფიტნესის შენობასა და 45 მეტრიანი ქვიშის აუზზე. ჩაესხა მე-2 სართულის სვეტები.
3-4-5 სადარბაზოებზე მიმდინარეობს მონოლითური კარკასის სამუშაოები და დასრულდა მე-5 სართულის იატაკის ფილის ჩასხმა.
6-7-8-9 სადარბაზოებზე მიმდინარეობს შუკოს ვიტრაჟების მონტაჟი.
10-11-12-13 სადარბაზოებზე კი სრულდება მიწის სამუშაოები და დაგეგმილია საძირკვლის მოწყობა.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეკრეაციულ ზონებს, რომელიც სრული ტერიტორიის 70%-ზე იქნება გაშენებული.
პირველი ეტაპისთვის დასრულებულია 2 ჰექტარი მოცულობის მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა.